ჩემი “გმირთა ვარამი” და უბრალოდ მადლობა ლ. გოთუა!

რა საოცარია როგორ შეუძლია წიგნს ( კარგ წიგნს) უცებ მოგტაცოს ყურადღება და გადაგაფრინოს სადღაც სხვაგან…

დღეს გრემში ვიყავი : )

მანამდე კი.. მანამდე ბევრი რამ მოხდა.. არ ახალი ამბავია, რომ ჩვენს ქვეყანას ირგვლივ მეზობლები კი არა ენაგადმოგდებული მტრები ეხვია მუდამ.. მაშინაც ასე იყო..ოსმალეთი, ირანი, ზემოთ დაღესტანი..თითოეული მათგანი კი ჩასაფრებული მონადირესავით ელოდა მომენტს..როდის დაგვსხმოდა თავს, როდის დავეშალეთ.. სამწუხაროდ, ამაში ჩვენც არანაკლებ ვეხმარებოდით და შედეგიც სახეზე იყო.. დაქუცმაცებული საქართველო… რამდენიმე ერთმანეთის მოქიშპე მეფით, რომლებიც ერთმანეთთან ბრძოლით დასუსტებულნი და დაძაბუნებულნი თითქმის თავიანთი ნებით უვარდებოდნენ ურჯულო მტრებს ხახაში… 

დავბრუნდეთ სადაც ვიყავით.. დაღესტანი ვახსენე ზემოთ..ლეკები.. არაერთი ოჯახი გაუმწარებიათ ადამიანთა გატაცებებით… მათ შორის ერთ-ერთი ოჯახის ისტორიას საოცარი სიცხადით და ემოციით აღგვიწერს ავტორი. კახნიაურების ოჯახში გლოვის ზარმა მას შემდეგ ჩამოკრა რაც მამა- შვილი მამუკა და ზაზა ლეკებმა ტყვედ წაიყვანეს. მაგრამ ოჯახის დიასახლისს დიდხანს არ უგლოვია…მიხვდა რა რომ არად მიაჩნდა წუთისოფელი საყვარელი მამაკაცისა და უფროსი შვილის გარეშე..დატოვა სახლი, უმცროსი შვილი და წავიდა უცხო მხარეში მათ საძებნელად…

ვერ აღგიწერთ იმ ემოციებს, რომლებიც მეუფლებოდა ამ ორი ადამიანის ტყვეობაში ყოფნისას..

“ფერფლ- ნაცარში გახვეული მუგუზალივით ჰქრებოდა მიწურული მზე და მასთან ერთად ვგონებ სამშობლოში დაბრუნების იმედიც”  თითქმის უიმედოა სიტუაცია, როდესაც გამოსავალი თითქოს არსაიდან ჩანს.. და მაინც , გაქვს იმის ძალა რომ  რკინის ჯაჭვს ქართული სიტყვის კონა, ქართული სიტყვის ჯაჭვი დაუპირისპირო.. ჯაჭვით შვილზე მიბმულმა სცადო გადაცურვა ადიდებული მდინარის და .. ეჰ მორი , მორი : ((

და მაინც შეძლო შვილის გადარჩენა… თუმც კი დაკარგა იგი…

მეორე მხარეს კი შვილია, ზაზა, რომელიც მამას ეძებს, ეძახის, განიცდის, ტირის..ჯერ ბავშვია, ათი წლის..მამა მისთვის ყველაფერია, სამშობლოსთან დამაკავშირებელი მოგონება, რომლის როლიც ახლა გულის ჯიბეში მყოფ “სიტყვის კონას” აქვს შეთვისებული…ტყეებში მოხეტიალე მომთაბარე რუსებს წააწყდება, ლეკების თავდასხმისგან გადაარჩენს და მათ შორის კეთილგანწყობას მოიპოვებს..

გადის წლები, სათინო როგორც იქნა პოულობს ქმარს.. მამუკა ისევ ტყვეობაშია, მდინარიდან უგონოდ ამოყვანილმა ისევ ლეკებთან და ისევ ჯაჭვშებმულმა გაიღვიძა და აი იმგვარი გლოვით, მხოლოდ ხმოვნები რომ ურევია.. გლოვობს ზაზას… 

და დადგა შეყრის წამიც.. “საზარელი” უწოდა მას ავტორმა.. გაუცხოვება..? დიახ, სწორედ. მაგრამ ეს გაუცხოვება იმით არაა გამოწვეული რომ დიდი ხანია ერთმანეთი არ უნახავთ ცოლ-ქმარს.. ან სიყვარული განელდა.. ან.. არა მამუკა სიტყვებს ვერ პოულობს ზაზაზე სათქმელად…თითქოს ზაზას აჩრდილი დგება მათ შორის.

და..

წლების შემდეგ ზაზა ბრუნდება.. რთულია ემოციების გარეშე წაიკითხო მისი კახეთში, დედულეთში დაბრუნების ეპიზოდი. არა რთული კი არა, შეუძლებელია. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ამ ბოლო დროს არაფერს გავუხარებივარ ისე, როგორც ამ პატარა უკვე გადიდებული პერსონაჟის დაბრუნება გამიხარდა ოჯახში… 

სიხარულით გიტირიათ ოდესმე? არა იმას ტირილს ვერ დავარქმევ.. გიბღავლიათ? :დ მამუკა მამუკა.. შვილის დაბრუნება რომ გაიგო.. კიბეს ებღაუჭებოდა რომ არ წაქცეულიყო და გმინავდა..ღრიალებდა…მეორედ დაიბადა და წამსვე გაქრა ყოველი სახის წყვდიადი მის გულში…

უნდა გენახათ   (უფრო სწორად წაგეკითხათ) როგორ უყურებდა ცოლ-ქმარი მკვდრეთით აღმდგარი დაბრუნებული შვილის მშვიდ და უშფოთველ ძილს…

მერე გავაგრძელებ ამ ჩანაწერს.. განმიახლდა ემოცია და დაიბინდა თვალებიც :() დროებით

ამომავალ მზეს რომ ვუყურებთ ცოტაა განა? ! :))

ზოგჯერ რა საოცარი ბედნიერებით გავსებს რწმენა იმისა, რომ ხვალ აუცილებლად გათენდება მზიანი დღე : ) მერე რა, რომ სახლში ყოფნა მომიწევს მთელი დღე და სხივებსაც ფანჯრიდან მოვეფერები..

ძილი ნებისა აქაურობა ვ