და ისევ ის ძველი ფიქრი სათაურით “ვთქვათ” : ))

ისევ ჩემს სიზმრებში აგედევნე…

ეჰ ჩემზე კარგად მგონია არავინ იცის რაოდენ ფუჭია უმიზნო ოცნებების აყოლა..,მაგრამ თითქოს რაღაც მაიძულებს, რომ არ გავდგე განზე, არ შევეშვა ფიქრს და იმის ცოდნაც კი არ მაშინებდეს, რომ ეს ყველაფერი შინაგანად უფრო დამტანჯავს.., არადა ზოგჯერ მართლა მთელი სიცხადით ვგრძნობ, რომ ძალიან დავიღალე…დავიღალე ლოდინით, მაგრამ ალბათ უარესია როცა არავის და არაფერს ელი…

ო ღმერთო, როგორ მინდა ვიცოდე სად არის ის.. ვიცოდე სად ხარ..რას აკეთებ, რაზე ფიქრობ..იქნებ არ გძინავს ჩემსავით?..

ძილის წინ მინდა უბრალოდ გითხრა რომ მიყვარხარ.. ხო,მიყვარხარ, იმის მიუხედავად, რომ არ გიცნობ, არც შენ მიცნობ, მაგრამ მჯერა განგება ერთმანეთს გაგვაცნობს…

ეჰ სიამოვნებით შემოვფრინდებოდი ახლა შენს სარკმელში პაწია ფრთები და უჩინმაჩინის ქუდი რომ მქონდეს და დაგხედავდი მძინარეს. ალბათ გული არ მომითმენდა და გაკოცებდი, <ოღონდ ლოყაზე> და თანაც ფრთხილად..მე ხომ არ მინდა, რომ გაგაღვიძო

ძილი ნებისა

შენი დაკარგული ნეკნი

უმისამართო წერილი N1

დაკარგული humanity ან უბრალოდ ერთი დღე ჩემი ცხოვრებიდან : ))

“ღმერთო მომეცი ძალა შევცვალო ის, რისი შეცვლაც  შემიძლია,
მომეცი ნებისყოფა შევეგუო იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია და
მომეცი გონი, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან”

სამინისტროდან ადრე გამოვედი, მივხვდი რომ დღის გეგმა შევასრულე და ჩემს უფროსს ვუთხარი წავალ და თუ პრობლემა არ იქნება ოთხშაბათს დავბრუნდები თქო, არაა პრობლემაო და დავემშვიდობე. გარეთ სასიამოვნოდ თბილი ამინდი დამხვდა და ფეხით  გადავწყვიტე ციხეებამდე ჩასვლა და იქიდან რუსთავში წამოსვლა. ასეთ ამინდში უმიზნო ბოდიალზეც არ ვიტყოდი უარს, მაგრამ თავის ტკივილმა იდეა უცბად ამოაგდო დღის წესრიგიდან…

უცებ იუსტიციის სამინისტროს წინ გაჩერებული სამარშუტო ტაქსიდან ჩამოსული მოხუცი ქალი მომიახლოვდა და მკითხა: “უკაცრავად შვილო, აქ თვალის კლინიკა სადაა ხომ არ იცი? მძღოლმა აქ ჩადიო მითხრა მაგრამ საით წავიდე არ ვიცი” ო..  , წარმოდგენა არ მქონდა სად იყო ორთაჭალაში თვალის კლინიკა და ქალს ვუთხარი არ ვიცი, მაგრამ იქნებ აქ ვინმემ იცოდეს მეთქი და დაცვის ბიჭებისკენ დავიძარი. ერთი ახალგაზრდა ბიჭი იდგა და მას ვკითხე, არც მან იცოდა და უფროსთან წავიდა საკითხავად.. ამასობაში დრო ვიხელთე და მომავალი ქალი გავაჩერე კლინიკის ადგილმდებარეობის საკითხავად, რუსი აღმოჩნდა, მე კი  დამტვრეული, არა უფრო დამსხვრეული რუსულით დავსვი კითხვა და გავურიე სიტყვები ” ბალნიცა, გლაზა, გძე” რა თანმიმდევრობით არ მახსოვს.. 😀 ნუ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია გაიგო და რუსულად დამიწყო ახსნა, შემდეგ დაცვის ბიჭიც მოვიდა ინფორმაციით და შესაბამისად ჩვენც – მე და ეს მოხუცი ქალი, რომელმაც ქართული კარგად არ იცოდა ,რუსულ-ქართული ფაქტებით დატვირთულები გავუდექით გზას… ქალი შიგადაშიგ ჩერდებოდა და მადლიერი თვალებით მიყურებდა…არც ისე დიდი იყო გასავლელი აღმართი მაგრამ მასზე ასვლისას თითქმის მთელი თავისი ცხოვრების ისტორია მომიყვა..

სომეხი ეროვნების იყო..აქ გათხოვილი.. ,აწ უკვე ქვრივი, ცხოვრობდა ქალიშვილთან ერთად, რომელიც ასევე ახლახანს დაქვრივებულიყო და ლუკმა – პურის საძიებლად დილის 7 დან საღამომდე მუშაობა უწევდა…ჰყავდა ვაჟიშვილებიც, მაგრამ მათ უკვე დავავიწყდიო გულის ტკივილით ამბობდა..

რაც შეეხება თვალის კლინიკაში ვიზიტის მიზეზს.. ბევრი რამ მაწუხებსო…ექიმები მარილებს აბრალებენო..ჯიბიდან  ფერგადასული ჯვრის ყელსაბამი ამოიღო, რომელმაც მაგ მიზეზით 3 დღეში ფერი დაკარგა… თვალის კატარაქტის ოპერაცია მაქვს გასაკეთებელიო…სადაზღვევო პოლისის (რომელსაც პოლუსს ეძახდა) იმედი ჰქონდა, რადგან იცოდა, როგორც წესი, მსგავსი ოპერაციები საკმაოდ ძვირი ჯდება და რა თქმა უნდა პენსიის ხარჯზე მას ამის გაკეთება არ შეეძლო…ღმერთო, როგორ ეშინოდა ოპერაციის.. რადგან პოლისით მიკეთებენ, უგულოდ არ მომექცნენ და არ დამაბრმავონო…თანაც სომეხი ვარო… ვცდილობდი დამემშვიდებინა რაიმე სანუგეშო მეთქვა  “არა ქალბატონო, მთავარია ნორმალური ექიმი იპოვნოთ და პრობლემა არ გექნებათ , ახლა მსგავს ოპერაციებს ათასგვარი ტექნოლოგიებით და უმტკივნეულოდ აკეთებენ მეთქი” კიდევ რაღაცეებს ვეუბნებოდი რომ არ ენერვიულა და ამასობაში კლინიკაშიც მივედით..

იქაც შევყევი და შემდეგ თავად მთხოვა მე ქართული კარგად არ ვიცი შენ დაელაპარაკე ექიმებსო და აუხსენი რაც მაწუხებსო.. კარგად გამოიყურებოდა კლინიკა, ყოველ შემთხვევაში ვიზუალურად. ექიმებს სიტუაცია ავუხსენი…

ვერ ვხვდები რისი მაქნისია ეს სადაზღვევო პოლისები თუ მაინც არაფერში ადგება ადამიანს?

ძალიან ძალიან გავბრაზდი, როდესაც მიმართვა მოითხოვეს სად.ორგანიზაციიდან და მით უფრო გავცოფდი, როდესაც გავიგე, რომ მანამდე აღნიშნული მიმართვა არ მისცეს ჩემს მხლებელს. ე.ი. პოლისს არაფრის დაფარვა არ შეეძლო, უბრალო კონსულტაციისაც კი, ოპერაციაზე რომ აღარაფერი ვთქვათ… და ეს უბრალო კონსულტაცია კი 70 ლარი ჯდებოდა.. რომელიც ნამდვილად არაა დღევანდელ საქართველოში პატარა თანხა და მით უფრო დღევანდელი საქართველოს დაუცველი ფენისთვის… პირველად გავიაზრე ასე ცხადად და პრობლემის პირისპირ დარჩენილმა, რომ არაფრად ვარგა ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემა, მართლა არ მესმის პოლისს თუ მართლა პოლუსს რა დანიშნულება აქვს თუ მან ვერ უზრუნველყო მსგავსი ადამიანების მსგავსი პრობლემებისგან დაცვა..

კიდევ სხვა პრობლემაცაა, როცა იქ ამ ადამიანის პრობლემების შესახებ ვყვებოდი და ის ქალიც რაღაცეებს რუსულად ეუბნებოდა მისაღებში მყოფ ექიმ-რეგისტრატორებს, იმის ნაცვლად რომ გულთან ახლოს მიეტანათ ამბავი, უბრალოდ შეწუხება მაინც დატყობოდათ სახეზე, რომ ქალი, რომელიც ძლივს დადიოდა მათთან  ძლივს მივიდა , ეშინია რომ არ დაბრმავდეს და  იმის ნაცვლად რომ თუნდაც ტკბილად უთხრა დახმარებაზე უარი “იცით რა, სამწუხაროდ ქალბატონო ვერაფერში გეხმარებით” ..ნაცვლად ამისა, იცინოდნენ რაზე იცით? რომელიღაც რეგისტრატორმა ბიჭმა რუსულად დაუწყო ახსნა ამ ქალს და იმ ბიჭის აქცენტზე გაეცინათ და სანამ სიცილით გული არ იჯერეს ყურადღებას ვერ ვეღირსეთ : ) ღმერთო ნუთუ რამე ისეთი მძიმე მაქვს ჩადენილი წინა ცხოვრებაში  (თუ ის მართლა არსებობს), რომ ახლანდელში უნდა ვუყურო იმას, როგორ არ გვაინტერესებს ერთმანეთი? როგორ ზედმიწევნით ვასრულებთ ანდაზას თუ  რაცაა

“სხვისი ჭირი…ღობეს ჩხირი” ?

არაა არ მინდა ამ მარაზმის ყურება, მე მინდა რომ დახმარება თუ არ შეგვიძლია ვინმესი , დახმარების სურვილი მაინც გვქონდეს, ზოგჯერ ერთი-ორი ტკბილი სიტყვაც ხომ შვებაა არაა? და რატომ რატოოოოომ  გავხდით ასეთი გულგრილები რატომ :   (  მერე რა რომ უცხოა, მერე რა რომ არ იცნობ, ხომ შეიძლება ბებიაშენი იყოს მსგავს მდგომარეობაში, თანაც სხვა თუ არაფერი ყველა ბებია ერთმანეთს რაღაცით მაინც ჰგავს… არა ეს წავიბოდიალე, მაგრამ ზოგადად ადამიანისადმი სიბრალულის განცდის გაქრობა რამ გამოიწვია არ ვიცი.. “ყველა საკუთარ ნაჭუჭში ჩაფლულა”

რამდენი” რატომ ” ვწერე……. უბრალოდ მართლა ვერ ვხვდები.

კლინიკიდან გამოვედით და ქალს ვკითხე რას აპირებდა..კონსულტაციაზე ექიმთან მივალო “არამიანცში”ო…იქ უფრო იაფია და 30 ლარი ღირსო და იქნებ ოპერაცია დამიფინანსონო…ებღაუჭებოდა  ხავსს, ვითარცა იმედს..

კლინიკიდან წამოვედით…დაღმართზე თითქოს როლები შეიცვალა და უკვე მე მეკითხებოდა რაღაცეებს…მანამდე ვუთხარი არ ვარ აქაური თქო და ახლა მომიბრუნდა და მკითხა სადაური ხარო..რუსთავი ვუხსენე და ქმარი გაახსენდა, ხშირად დავდიოდითო რუსთავშიო..

-“რომელი უფრო კარგია, შვილო, რუსთავი თუ თბილისი?”

– როგორ გითხრათ სილამაზით შედარება არც კი ღირს და ისე კი მშობლიური სხვანაირად ტკბილია და სხვანაირად მიყვარს, მეგობრებსაც შევაყვარე და ხშირად ჩამყავს ჩემს ქალაქში”  მეთქი

პასუხი აშკარად მოეწონა, ცოტა კიდევ ვისაუბრეთ და ამასობაში დაღმართიც ჩავიარეთ, ავტობუსის გაჩერებამდე მივყევი, 2 წუთში მოვიდა 50 ნომერი…კიდევ ერთხელ შემომხედა მადლიერი თვალებით, უსიტყვოდ გადამიხადა მადლობა და სიტყვიერად დავემშვიდობე მე :” კარგად იყავით, ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი კარგად იქნება”

ნაბიჯი ვერ გადავდგი სანამ ავტობუსი არ დაიძრა, შემდეგ კი როცა იგი თვალს მიეფარა, დაჭმუჭნული ფურცლების მსგავსად ერთად დაყრილი ფიქრების ქაოსური მორევიდან ორი სიტყვა თავისით ამოხტა, ერთმანეთს შეერწყა და აცრემლებული თვალებით მათქმევინა :

“ღმერთო, დაიფარე” და უნებურად , თითქოს კმაყოფილმა, რომ იგი ღმერთს მივანდე, გულის სადღაც ბნელ კუნჭულში ამან შვება მომგვარა… მერეღა გავიაზრე რომ ქუჩაში ვიყავი და გაზაფხულს ქუჩებიც გაევსო ხალხით…

არა ასე არავინ არ უნდა მნახოს – გავიფიქრე მე და ყელში გაჩხერილი ბურთი წვალებით მოვიშორე…

წინ გრძელი გზა იყო, რომლის გავლაც ათას ფიქრებში გართულმა ვერც კი შევნიშნე..

ვფიქრობდი – ზოგჯერ როგორ გინდება რომ ყველაფერი თუ არა ბევრი რამ შეგეძლოს მეთქი :/

ამ ქალის დახმარება რომ შემძლებოდა…კიდევ ერთხელ დავრწმუნდებოდი, რარიგ საამოა  გრძნობა როცა ვიღაცას სჭირდები და შენც  სიამოვნებით შეგიძლია “მიაწოდო წყალი მწყურვალს”

მაგრამ..ეჰ..))

 

წყნარი ღამეა, დუმილი სუფევს

il_570xN.354049240_n455წყნარი ღამეა, დუმილი სუფევს,

ცის კიდობანზე ძლივს მოჩანს მთვარე,

გარს ახვევია ვარსკვლავთ ლაშქარი

და გზას განაგრძნობს მჭმუნვარ-მწუხარე.

ანგელოზთ გუნდი ცაში მიმოფრენს,

ძირს ჩამოისმის მათ სიმთა ჟღერა,

ქებათა ქებას ასმენს შემოქმედს,

უკვდავებაა მათი სიმღერა.

ნუ, ნუ შეწყვიტავთ საღმთო მუსიკას,

გრძნობით დაუკართ დავითის ქნარი.

ჩემს მოკლულ გულსა თუ გააცოცხლებს

ისევ თქვენი ხმა, ნაზი, ნარნარი.

ოხ! რომ შემეძლოს, ბედკრულს ამჟამად,

შემოუერთდე თქვენს ღვთიურ კრებას,

მოვსწყდე ქვეყანას, ცოდვის სავანეს,

სასიზმრო მხარეს გავყვე ოცნებას.

მაგრამ ამაო, ფუჭი ნატვრაა,

ოცნება ისევ ოცნებად დარჩა.

გულის წიაღში მეფობს ნაღველი

და სულს მიშფოთებს კვლავ მწუხარება.

ჩემი “გმირთა ვარამი” და უბრალოდ მადლობა ლ. გოთუა!

რა საოცარია როგორ შეუძლია წიგნს ( კარგ წიგნს) უცებ მოგტაცოს ყურადღება და გადაგაფრინოს სადღაც სხვაგან…

დღეს გრემში ვიყავი : )

მანამდე კი.. მანამდე ბევრი რამ მოხდა.. არ ახალი ამბავია, რომ ჩვენს ქვეყანას ირგვლივ მეზობლები კი არა ენაგადმოგდებული მტრები ეხვია მუდამ.. მაშინაც ასე იყო..ოსმალეთი, ირანი, ზემოთ დაღესტანი..თითოეული მათგანი კი ჩასაფრებული მონადირესავით ელოდა მომენტს..როდის დაგვსხმოდა თავს, როდის დავეშალეთ.. სამწუხაროდ, ამაში ჩვენც არანაკლებ ვეხმარებოდით და შედეგიც სახეზე იყო.. დაქუცმაცებული საქართველო… რამდენიმე ერთმანეთის მოქიშპე მეფით, რომლებიც ერთმანეთთან ბრძოლით დასუსტებულნი და დაძაბუნებულნი თითქმის თავიანთი ნებით უვარდებოდნენ ურჯულო მტრებს ხახაში… 

დავბრუნდეთ სადაც ვიყავით.. დაღესტანი ვახსენე ზემოთ..ლეკები.. არაერთი ოჯახი გაუმწარებიათ ადამიანთა გატაცებებით… მათ შორის ერთ-ერთი ოჯახის ისტორიას საოცარი სიცხადით და ემოციით აღგვიწერს ავტორი. კახნიაურების ოჯახში გლოვის ზარმა მას შემდეგ ჩამოკრა რაც მამა- შვილი მამუკა და ზაზა ლეკებმა ტყვედ წაიყვანეს. მაგრამ ოჯახის დიასახლისს დიდხანს არ უგლოვია…მიხვდა რა რომ არად მიაჩნდა წუთისოფელი საყვარელი მამაკაცისა და უფროსი შვილის გარეშე..დატოვა სახლი, უმცროსი შვილი და წავიდა უცხო მხარეში მათ საძებნელად…

ვერ აღგიწერთ იმ ემოციებს, რომლებიც მეუფლებოდა ამ ორი ადამიანის ტყვეობაში ყოფნისას..

“ფერფლ- ნაცარში გახვეული მუგუზალივით ჰქრებოდა მიწურული მზე და მასთან ერთად ვგონებ სამშობლოში დაბრუნების იმედიც”  თითქმის უიმედოა სიტუაცია, როდესაც გამოსავალი თითქოს არსაიდან ჩანს.. და მაინც , გაქვს იმის ძალა რომ  რკინის ჯაჭვს ქართული სიტყვის კონა, ქართული სიტყვის ჯაჭვი დაუპირისპირო.. ჯაჭვით შვილზე მიბმულმა სცადო გადაცურვა ადიდებული მდინარის და .. ეჰ მორი , მორი : ((

და მაინც შეძლო შვილის გადარჩენა… თუმც კი დაკარგა იგი…

მეორე მხარეს კი შვილია, ზაზა, რომელიც მამას ეძებს, ეძახის, განიცდის, ტირის..ჯერ ბავშვია, ათი წლის..მამა მისთვის ყველაფერია, სამშობლოსთან დამაკავშირებელი მოგონება, რომლის როლიც ახლა გულის ჯიბეში მყოფ “სიტყვის კონას” აქვს შეთვისებული…ტყეებში მოხეტიალე მომთაბარე რუსებს წააწყდება, ლეკების თავდასხმისგან გადაარჩენს და მათ შორის კეთილგანწყობას მოიპოვებს..

გადის წლები, სათინო როგორც იქნა პოულობს ქმარს.. მამუკა ისევ ტყვეობაშია, მდინარიდან უგონოდ ამოყვანილმა ისევ ლეკებთან და ისევ ჯაჭვშებმულმა გაიღვიძა და აი იმგვარი გლოვით, მხოლოდ ხმოვნები რომ ურევია.. გლოვობს ზაზას… 

და დადგა შეყრის წამიც.. “საზარელი” უწოდა მას ავტორმა.. გაუცხოვება..? დიახ, სწორედ. მაგრამ ეს გაუცხოვება იმით არაა გამოწვეული რომ დიდი ხანია ერთმანეთი არ უნახავთ ცოლ-ქმარს.. ან სიყვარული განელდა.. ან.. არა მამუკა სიტყვებს ვერ პოულობს ზაზაზე სათქმელად…თითქოს ზაზას აჩრდილი დგება მათ შორის.

და..

წლების შემდეგ ზაზა ბრუნდება.. რთულია ემოციების გარეშე წაიკითხო მისი კახეთში, დედულეთში დაბრუნების ეპიზოდი. არა რთული კი არა, შეუძლებელია. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ამ ბოლო დროს არაფერს გავუხარებივარ ისე, როგორც ამ პატარა უკვე გადიდებული პერსონაჟის დაბრუნება გამიხარდა ოჯახში… 

სიხარულით გიტირიათ ოდესმე? არა იმას ტირილს ვერ დავარქმევ.. გიბღავლიათ? :დ მამუკა მამუკა.. შვილის დაბრუნება რომ გაიგო.. კიბეს ებღაუჭებოდა რომ არ წაქცეულიყო და გმინავდა..ღრიალებდა…მეორედ დაიბადა და წამსვე გაქრა ყოველი სახის წყვდიადი მის გულში…

უნდა გენახათ   (უფრო სწორად წაგეკითხათ) როგორ უყურებდა ცოლ-ქმარი მკვდრეთით აღმდგარი დაბრუნებული შვილის მშვიდ და უშფოთველ ძილს…

მერე გავაგრძელებ ამ ჩანაწერს.. განმიახლდა ემოცია და დაიბინდა თვალებიც :() დროებით

ამომავალ მზეს რომ ვუყურებთ ცოტაა განა? ! :))

ზოგჯერ რა საოცარი ბედნიერებით გავსებს რწმენა იმისა, რომ ხვალ აუცილებლად გათენდება მზიანი დღე : ) მერე რა, რომ სახლში ყოფნა მომიწევს მთელი დღე და სხივებსაც ფანჯრიდან მოვეფერები..

ძილი ნებისა აქაურობა ვ

ჩემი ცხოვრების Sountrack …ანუ Escuchar ritmo de mi corason : )!!

ძალიან ბევრი დაწერილა მუსიკის როლზე ადამიანის განვითარება თუ ჩამოყალიბებაში(არა მარტო ადამიანზე, გახსოვთ ალბათ ერთ-ერთ ძველ ქართულ ფილმში, როგორ ცდილობს ერთ-ერთი პერსონაჟი  მეცხოველეობაში “გადატრიალების” მოხდენას სწორედ მუსიკის მეშვეობით). მე თეორიების ახსნას და სხვადასხვა ჰიპოთეზების დამტკიცებას არ შევეცდები უბრალოდ მინდა ამ საოცარი ხელოვნების ასახვა ჩემი ცხოვრების,ემოციების და განცდების მიხედვით მოვახდინო და დავახარისხო..

უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ ჩემ შემთხვევაში (ალბათ მე ერთადერთი არ ვარ) მუსიკას ყოველთვის იმისდამიხედვით ვუსმენ თუ როგორია ჩემი განწყობა მოცემულ დროს. ხასიათის ყოველი ცვლილება თითქოს სხვადასხვა სიმღერას ან მელოდიას ითხოვს და იმ შემთხვევაში თუ შენი არჩეული სინთეზი ამართლებს და ხდება კოჰაბიტაცია (მოდას არ ჩამოვრჩეთ :დ) განწყობასა და მუსიკას შორის მაშინ მუსიკის გავლენით მიღწეულ ეფექტი იმდენად დიდია, რომ განწყობა ხშირად იცვლება უკეთესობისკენ!!..

კონკრეტულად ჩემთვის სასურველ ჟანრს რაც შეეხება…ვუსმენ თითქმის ყველაფერს, კლასიკით დაწყებული და რეპით დამთავრებული…,ვცდილობ მათში “ჩემი სიმღერა” ან მუსიკა აღმოვაჩინო და გამოვირჩევი ერთგულებით თითოეული ტრეკის მიმართ. :დ მიყვარს ემოცია, რომელიც მხოლოდ კარგი მუსიკის მოსმენის დროს შეიძლება გაგიჩნდეს და ვგიჟდები იმ სამყაროზე, რომელშიც მუსიკას გადაყავხარ და გაიძულებს იფიქრო ვინმეზე…რაიმეზე..ან უბრალოდ იოცნებო ლამაზი ჰანგების ფონზე..

ერთ-ერთი პირველი სიმღერა რომელიც ჩემი ცნობიერებიდან მახსოვს მაიკლ ჯექსონის The Earth-ია, ახლაც მახსოვს რა ემოციით აღვწერდი ხოლმე ამ კლიპს ჯერ კიდევ ბავშვი..მე :დ

ოდნავ მოგვიანებით ჩემი ფავორიტი (მგონი სამუდამოდ) ერთი სიმღერა გახდა, რომლის ტექსტმაც წარუშლელი შთაბეჭდილების და სიმღერამ კი მარადიული სიყარულის ქვეშ დამტოვა..სწორედ ამ სიმღერის “ბრალია” ის, რომ მიყვარს ჯგუფი “Scorpions”

ის არცთუ იშვიათი მომენტი, როდესაც სევდამოგვრილი ცუდი განწყობა (ვერავის რომ ვერ უმხელ აი ისეთი) მხოლოდ ერთ სიმღერას ესაუბრება ფიქრებში და გულის რიტმს მის ჰანგებს აყოლებს. თითქოს მომღერალი შენთან ერთად ჩხუბობს, განიცდის და ისე გამოხატავს ემოციას, როგორც შენ გინდა გამოხატავდე, ყვიროდე, კიოდე..ჩხუბობდე თუნდაც.. აი ისიც

The Kelly Family ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ჯგუფია. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს ძალიან ბევრი კარგი სიმღერა აქვს, ყველამ მხოლოდ 2 მათგანი : Felling love with an alien და Angel იცის.

მდაა რა რთულია ამ ჯგუფზე საუბარს მოვრჩე რადგან იმდენი :”ახლობელი” სიმღერა მაქვს მათი…მოდი, მოკლედ  ვიტყვი თითოეულზე

I can’t help myself …ჩემს ცხოვრებაში ყოფილა მომენტები, როდესაც ვფიქრობდი რომ მართლაც არ შემეძლო საკუთარი თავის დახმარება და ეს would make me crazy.. მჯეროდა იმისაც, რომ უნდა დავლოდებოდი დღეს, როდესაც შენ მიხვდებოდი რას ნიშნავდი ჩემთვის.. ჩუმად გულში ვეთანხმებოდი გუნდის მისამღერს :

And I love you
I want you
I wanna talk to you
I wanna be with you და დარწმუნებული იმაში, რომ ცხოვრება შენ გარეშე ბუნდოვანი იქნებოდა დაუსრულებლად ვაგრძელებდი მოსმენას…

ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და ენერგიული როკენროლი რაც კი ოდესმე მომისმენია, ბოლო ნაწილი… beans beans………. 😀

აქ კი უკვე თავად წარმოვიდგენდი ხოლმე რომ დედოფალი ვიყავი, მასსავით ამაყად დავდიოდი ქუჩაში

She walks like a queen

When she walks down that street

All the men turn around

To see her high heels
და მაწუხებდა ერთი კითხვა “I wanna know is anybody gonna help me when I’m down”?

ბავშვების მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამო მუდამ გულს მიჩუყებდა Every Baby” და ვოცნებობდი რომ ყველა ბავშვს ჰყოლოდა ნამდვილი ოჯახი

მმმმმმ ეს სიმღერა კი ძალიან მიყვარს, დასაწყისიდანვე ოსტატურად ახერხებს ჩემდა უნებურად ჩემს გულთან საუბარს, ეს ტექსტიც თითქოს არა ამ მელოდიისთვის შექმნილი და მაინც როგორი საოცარი შერწყმაა… შედეგი: ფიზიკურად :სისხლის ადუღება, მენტალურად: სხვა სამყაროში თუ პლანეტაზე თუ რავიცი გაფრენა, სადაც მხოლოდ ისაა ვისაც გინდა რომ დაუსრულებლად “kiss while his lips are still red” 😀

რა იქნებოდა მუსიკა Queen-ის გარეშე? სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ფრედიმ თავისი განსაკუთრებული კვალი  ჩემს მუსიკალურ გემოვნებაშიც დატოვა .. 😎 “Bohemian Rhapsody” , “The Show mush go on” , ” I want to break free”  = საოცარი სიმღერებია , სპორტის აქტიური გულშემატკივრობის გამო ვაღიარებ რომ განსაკუთრებული და სველი დამოკიდებულება (სიხარულის ტირილებით დანამული) მაქვს  ” WE are The Champions” -ის მიმართ

ამ ბოლო დროს კიდევ ერთი კარგი სიმღერა აღმომაჩენინეს, რომელიც ბოლო ხანებია უკვე აკვიატებად მექცა  ^_^

მიყვარს ძლიერი ხმის მქონე შემსრულებლები, ერთ-ერთი კარგი მაგალითი იტალიელი მომღერალი Alessandro Safina-ა. მაგრამ მხოლოდ ჩემი რომანტიკოსობის და მთვარესთან სიახLove-ის გამო არაა რომ მიყვარს სიმღერა სახელად “Luna”

როცა უბრალოდ სიწყნარე და სხვა სამყაროში გადასვლა მინდა ,ამაში Poets Of the Fall მეხმარება..მათი  2 სიმღერა მაქვს აკვიატებული  heal my wounds & Sleep : ) ორივეს ლამაზი ტექსტი აქვს, მაგრამ Sleep.. თუ ოცნებაა,ოცნება იყოს და

Sleep, sugar, let your dreams flood in
Like waves of sweet fire, you’re safe within
Sleep, sweetie, let your floods come rushing in
And carry you over to a new morning

წამიერი წარმოდგენა იმისა რომ ასე ტკბილად “sleep sugar” მომღერალი მე მისურვებს ტკბილ ძილს, ბედნიერს მხდის (წამიერად) : ))

ჩემი ცხოვრების ტკბილ-მწარე აწ უკვე მოგონებასთან ასოცირებული კი ეს სიმღერა გახდა.. იყო პერიოდი,როცა მხოლოდ ამ სიმღერის ჰანგებს საჭიროებდა განწყობა და თითქოს თვალწინ მიხატავდა თუ რა რიგ Dangerous-ი იყო რაღაც რაღაცეები იმ დროს..

საოცრად მიყვარს MUSE, გატაცებული ვიყავი Unintended-ით,მაგრამ ჩემს მიერ აღმოჩენილმა ამ სიმღერამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა…მოერგო გემოვნებასაც და განწყობასაც ერთდროულად!

Love is forever
And we’ll die, we’ll die together
And lie, I say never
‘Cause our love could be forever

ანტილექსინი

* * * * * *

ისევ შენზე ფიქრი

თვალები სველი

გავცქერი თოვლიან გზას

ვიღაცას ველი..

ვიღაცას, რომელიც ამ ნისლებს გაფანტავს

და თეთრი თოვლით ნაკვალევს დახატავს,

მოვა და ჩურჩულით თან ღიმით მეტყვის:

„მე ვარ რომ გიყვარდა, რომ გიყვარს, გესმის?!

და თუკი შენშიაც ეს გრძნობა იბრძვის

და მოაქვს წყვდიადში იმედი სხივის………..

მაშ, მოდი ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი და

ერთად ვლაშქროთ ჩვენ მთა და ველი“..

და ჰქრება უცებ ზმანება მკრთალი,

თავისუფლდება უსრული სივრცე,

უტყვო ხმაურში მე ვრჩები კვლავ და

ისევ..

ისევ და ისევ…

და ვუბრუნდები მე კვლავ

შენზე ნაფიქრალ ფიქრებს,

კვლავაც თვალებით სველით

თოვლიან გზას რომ უცქერს .

სიყვარულის არეოპაგიტული გაგება

what-is-love

“სიყვარული, როგორიც არ უნდა იყოს იგი : საღმრთო, ანგელოზური, სულიერი, მშვინვიერი, თუ ფიზიკური (ამასოფლური) უნდა გავიგოთ, როგორც ძალა შეერთებისა და შერწყმისა , რომელიც აღძრავს უზენაეს არსებებში მზრუნველობას ქვენა არსებებზე, თანასწორ არსებებს შორის იწვევს ურთიერთისადმი მეგობრობას, ხოლო უმდაბლესი არსებების ლტოლვას წარმართავს უფრო მაღლა მდგომი არსებებისაკენ”