და ისევ ის ძველი ფიქრი სათაურით “ვთქვათ” : ))

ისევ ჩემს სიზმრებში აგედევნე…

ეჰ ჩემზე კარგად მგონია არავინ იცის რაოდენ ფუჭია უმიზნო ოცნებების აყოლა..,მაგრამ თითქოს რაღაც მაიძულებს, რომ არ გავდგე განზე, არ შევეშვა ფიქრს და იმის ცოდნაც კი არ მაშინებდეს, რომ ეს ყველაფერი შინაგანად უფრო დამტანჯავს.., არადა ზოგჯერ მართლა მთელი სიცხადით ვგრძნობ, რომ ძალიან დავიღალე…დავიღალე ლოდინით, მაგრამ ალბათ უარესია როცა არავის და არაფერს ელი…

ო ღმერთო, როგორ მინდა ვიცოდე სად არის ის.. ვიცოდე სად ხარ..რას აკეთებ, რაზე ფიქრობ..იქნებ არ გძინავს ჩემსავით?..

ძილის წინ მინდა უბრალოდ გითხრა რომ მიყვარხარ.. ხო,მიყვარხარ, იმის მიუხედავად, რომ არ გიცნობ, არც შენ მიცნობ, მაგრამ მჯერა განგება ერთმანეთს გაგვაცნობს…

ეჰ სიამოვნებით შემოვფრინდებოდი ახლა შენს სარკმელში პაწია ფრთები და უჩინმაჩინის ქუდი რომ მქონდეს და დაგხედავდი მძინარეს. ალბათ გული არ მომითმენდა და გაკოცებდი, <ოღონდ ლოყაზე> და თანაც ფრთხილად..მე ხომ არ მინდა, რომ გაგაღვიძო

ძილი ნებისა

შენი დაკარგული ნეკნი

უმისამართო წერილი N1

დაკარგული humanity ან უბრალოდ ერთი დღე ჩემი ცხოვრებიდან : ))

“ღმერთო მომეცი ძალა შევცვალო ის, რისი შეცვლაც  შემიძლია,
მომეცი ნებისყოფა შევეგუო იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია და
მომეცი გონი, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან”

სამინისტროდან ადრე გამოვედი, მივხვდი რომ დღის გეგმა შევასრულე და ჩემს უფროსს ვუთხარი წავალ და თუ პრობლემა არ იქნება ოთხშაბათს დავბრუნდები თქო, არაა პრობლემაო და დავემშვიდობე. გარეთ სასიამოვნოდ თბილი ამინდი დამხვდა და ფეხით  გადავწყვიტე ციხეებამდე ჩასვლა და იქიდან რუსთავში წამოსვლა. ასეთ ამინდში უმიზნო ბოდიალზეც არ ვიტყოდი უარს, მაგრამ თავის ტკივილმა იდეა უცბად ამოაგდო დღის წესრიგიდან…

უცებ იუსტიციის სამინისტროს წინ გაჩერებული სამარშუტო ტაქსიდან ჩამოსული მოხუცი ქალი მომიახლოვდა და მკითხა: “უკაცრავად შვილო, აქ თვალის კლინიკა სადაა ხომ არ იცი? მძღოლმა აქ ჩადიო მითხრა მაგრამ საით წავიდე არ ვიცი” ო..  , წარმოდგენა არ მქონდა სად იყო ორთაჭალაში თვალის კლინიკა და ქალს ვუთხარი არ ვიცი, მაგრამ იქნებ აქ ვინმემ იცოდეს მეთქი და დაცვის ბიჭებისკენ დავიძარი. ერთი ახალგაზრდა ბიჭი იდგა და მას ვკითხე, არც მან იცოდა და უფროსთან წავიდა საკითხავად.. ამასობაში დრო ვიხელთე და მომავალი ქალი გავაჩერე კლინიკის ადგილმდებარეობის საკითხავად, რუსი აღმოჩნდა, მე კი  დამტვრეული, არა უფრო დამსხვრეული რუსულით დავსვი კითხვა და გავურიე სიტყვები ” ბალნიცა, გლაზა, გძე” რა თანმიმდევრობით არ მახსოვს.. 😀 ნუ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია გაიგო და რუსულად დამიწყო ახსნა, შემდეგ დაცვის ბიჭიც მოვიდა ინფორმაციით და შესაბამისად ჩვენც – მე და ეს მოხუცი ქალი, რომელმაც ქართული კარგად არ იცოდა ,რუსულ-ქართული ფაქტებით დატვირთულები გავუდექით გზას… ქალი შიგადაშიგ ჩერდებოდა და მადლიერი თვალებით მიყურებდა…არც ისე დიდი იყო გასავლელი აღმართი მაგრამ მასზე ასვლისას თითქმის მთელი თავისი ცხოვრების ისტორია მომიყვა..

სომეხი ეროვნების იყო..აქ გათხოვილი.. ,აწ უკვე ქვრივი, ცხოვრობდა ქალიშვილთან ერთად, რომელიც ასევე ახლახანს დაქვრივებულიყო და ლუკმა – პურის საძიებლად დილის 7 დან საღამომდე მუშაობა უწევდა…ჰყავდა ვაჟიშვილებიც, მაგრამ მათ უკვე დავავიწყდიო გულის ტკივილით ამბობდა..

რაც შეეხება თვალის კლინიკაში ვიზიტის მიზეზს.. ბევრი რამ მაწუხებსო…ექიმები მარილებს აბრალებენო..ჯიბიდან  ფერგადასული ჯვრის ყელსაბამი ამოიღო, რომელმაც მაგ მიზეზით 3 დღეში ფერი დაკარგა… თვალის კატარაქტის ოპერაცია მაქვს გასაკეთებელიო…სადაზღვევო პოლისის (რომელსაც პოლუსს ეძახდა) იმედი ჰქონდა, რადგან იცოდა, როგორც წესი, მსგავსი ოპერაციები საკმაოდ ძვირი ჯდება და რა თქმა უნდა პენსიის ხარჯზე მას ამის გაკეთება არ შეეძლო…ღმერთო, როგორ ეშინოდა ოპერაციის.. რადგან პოლისით მიკეთებენ, უგულოდ არ მომექცნენ და არ დამაბრმავონო…თანაც სომეხი ვარო… ვცდილობდი დამემშვიდებინა რაიმე სანუგეშო მეთქვა  “არა ქალბატონო, მთავარია ნორმალური ექიმი იპოვნოთ და პრობლემა არ გექნებათ , ახლა მსგავს ოპერაციებს ათასგვარი ტექნოლოგიებით და უმტკივნეულოდ აკეთებენ მეთქი” კიდევ რაღაცეებს ვეუბნებოდი რომ არ ენერვიულა და ამასობაში კლინიკაშიც მივედით..

იქაც შევყევი და შემდეგ თავად მთხოვა მე ქართული კარგად არ ვიცი შენ დაელაპარაკე ექიმებსო და აუხსენი რაც მაწუხებსო.. კარგად გამოიყურებოდა კლინიკა, ყოველ შემთხვევაში ვიზუალურად. ექიმებს სიტუაცია ავუხსენი…

ვერ ვხვდები რისი მაქნისია ეს სადაზღვევო პოლისები თუ მაინც არაფერში ადგება ადამიანს?

ძალიან ძალიან გავბრაზდი, როდესაც მიმართვა მოითხოვეს სად.ორგანიზაციიდან და მით უფრო გავცოფდი, როდესაც გავიგე, რომ მანამდე აღნიშნული მიმართვა არ მისცეს ჩემს მხლებელს. ე.ი. პოლისს არაფრის დაფარვა არ შეეძლო, უბრალო კონსულტაციისაც კი, ოპერაციაზე რომ აღარაფერი ვთქვათ… და ეს უბრალო კონსულტაცია კი 70 ლარი ჯდებოდა.. რომელიც ნამდვილად არაა დღევანდელ საქართველოში პატარა თანხა და მით უფრო დღევანდელი საქართველოს დაუცველი ფენისთვის… პირველად გავიაზრე ასე ცხადად და პრობლემის პირისპირ დარჩენილმა, რომ არაფრად ვარგა ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემა, მართლა არ მესმის პოლისს თუ მართლა პოლუსს რა დანიშნულება აქვს თუ მან ვერ უზრუნველყო მსგავსი ადამიანების მსგავსი პრობლემებისგან დაცვა..

კიდევ სხვა პრობლემაცაა, როცა იქ ამ ადამიანის პრობლემების შესახებ ვყვებოდი და ის ქალიც რაღაცეებს რუსულად ეუბნებოდა მისაღებში მყოფ ექიმ-რეგისტრატორებს, იმის ნაცვლად რომ გულთან ახლოს მიეტანათ ამბავი, უბრალოდ შეწუხება მაინც დატყობოდათ სახეზე, რომ ქალი, რომელიც ძლივს დადიოდა მათთან  ძლივს მივიდა , ეშინია რომ არ დაბრმავდეს და  იმის ნაცვლად რომ თუნდაც ტკბილად უთხრა დახმარებაზე უარი “იცით რა, სამწუხაროდ ქალბატონო ვერაფერში გეხმარებით” ..ნაცვლად ამისა, იცინოდნენ რაზე იცით? რომელიღაც რეგისტრატორმა ბიჭმა რუსულად დაუწყო ახსნა ამ ქალს და იმ ბიჭის აქცენტზე გაეცინათ და სანამ სიცილით გული არ იჯერეს ყურადღებას ვერ ვეღირსეთ : ) ღმერთო ნუთუ რამე ისეთი მძიმე მაქვს ჩადენილი წინა ცხოვრებაში  (თუ ის მართლა არსებობს), რომ ახლანდელში უნდა ვუყურო იმას, როგორ არ გვაინტერესებს ერთმანეთი? როგორ ზედმიწევნით ვასრულებთ ანდაზას თუ  რაცაა

“სხვისი ჭირი…ღობეს ჩხირი” ?

არაა არ მინდა ამ მარაზმის ყურება, მე მინდა რომ დახმარება თუ არ შეგვიძლია ვინმესი , დახმარების სურვილი მაინც გვქონდეს, ზოგჯერ ერთი-ორი ტკბილი სიტყვაც ხომ შვებაა არაა? და რატომ რატოოოოომ  გავხდით ასეთი გულგრილები რატომ :   (  მერე რა რომ უცხოა, მერე რა რომ არ იცნობ, ხომ შეიძლება ბებიაშენი იყოს მსგავს მდგომარეობაში, თანაც სხვა თუ არაფერი ყველა ბებია ერთმანეთს რაღაცით მაინც ჰგავს… არა ეს წავიბოდიალე, მაგრამ ზოგადად ადამიანისადმი სიბრალულის განცდის გაქრობა რამ გამოიწვია არ ვიცი.. “ყველა საკუთარ ნაჭუჭში ჩაფლულა”

რამდენი” რატომ ” ვწერე……. უბრალოდ მართლა ვერ ვხვდები.

კლინიკიდან გამოვედით და ქალს ვკითხე რას აპირებდა..კონსულტაციაზე ექიმთან მივალო “არამიანცში”ო…იქ უფრო იაფია და 30 ლარი ღირსო და იქნებ ოპერაცია დამიფინანსონო…ებღაუჭებოდა  ხავსს, ვითარცა იმედს..

კლინიკიდან წამოვედით…დაღმართზე თითქოს როლები შეიცვალა და უკვე მე მეკითხებოდა რაღაცეებს…მანამდე ვუთხარი არ ვარ აქაური თქო და ახლა მომიბრუნდა და მკითხა სადაური ხარო..რუსთავი ვუხსენე და ქმარი გაახსენდა, ხშირად დავდიოდითო რუსთავშიო..

-“რომელი უფრო კარგია, შვილო, რუსთავი თუ თბილისი?”

– როგორ გითხრათ სილამაზით შედარება არც კი ღირს და ისე კი მშობლიური სხვანაირად ტკბილია და სხვანაირად მიყვარს, მეგობრებსაც შევაყვარე და ხშირად ჩამყავს ჩემს ქალაქში”  მეთქი

პასუხი აშკარად მოეწონა, ცოტა კიდევ ვისაუბრეთ და ამასობაში დაღმართიც ჩავიარეთ, ავტობუსის გაჩერებამდე მივყევი, 2 წუთში მოვიდა 50 ნომერი…კიდევ ერთხელ შემომხედა მადლიერი თვალებით, უსიტყვოდ გადამიხადა მადლობა და სიტყვიერად დავემშვიდობე მე :” კარგად იყავით, ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი კარგად იქნება”

ნაბიჯი ვერ გადავდგი სანამ ავტობუსი არ დაიძრა, შემდეგ კი როცა იგი თვალს მიეფარა, დაჭმუჭნული ფურცლების მსგავსად ერთად დაყრილი ფიქრების ქაოსური მორევიდან ორი სიტყვა თავისით ამოხტა, ერთმანეთს შეერწყა და აცრემლებული თვალებით მათქმევინა :

“ღმერთო, დაიფარე” და უნებურად , თითქოს კმაყოფილმა, რომ იგი ღმერთს მივანდე, გულის სადღაც ბნელ კუნჭულში ამან შვება მომგვარა… მერეღა გავიაზრე რომ ქუჩაში ვიყავი და გაზაფხულს ქუჩებიც გაევსო ხალხით…

არა ასე არავინ არ უნდა მნახოს – გავიფიქრე მე და ყელში გაჩხერილი ბურთი წვალებით მოვიშორე…

წინ გრძელი გზა იყო, რომლის გავლაც ათას ფიქრებში გართულმა ვერც კი შევნიშნე..

ვფიქრობდი – ზოგჯერ როგორ გინდება რომ ყველაფერი თუ არა ბევრი რამ შეგეძლოს მეთქი :/

ამ ქალის დახმარება რომ შემძლებოდა…კიდევ ერთხელ დავრწმუნდებოდი, რარიგ საამოა  გრძნობა როცა ვიღაცას სჭირდები და შენც  სიამოვნებით შეგიძლია “მიაწოდო წყალი მწყურვალს”

მაგრამ..ეჰ..))

 

წყნარი ღამეა, დუმილი სუფევს

il_570xN.354049240_n455წყნარი ღამეა, დუმილი სუფევს,

ცის კიდობანზე ძლივს მოჩანს მთვარე,

გარს ახვევია ვარსკვლავთ ლაშქარი

და გზას განაგრძნობს მჭმუნვარ-მწუხარე.

ანგელოზთ გუნდი ცაში მიმოფრენს,

ძირს ჩამოისმის მათ სიმთა ჟღერა,

ქებათა ქებას ასმენს შემოქმედს,

უკვდავებაა მათი სიმღერა.

ნუ, ნუ შეწყვიტავთ საღმთო მუსიკას,

გრძნობით დაუკართ დავითის ქნარი.

ჩემს მოკლულ გულსა თუ გააცოცხლებს

ისევ თქვენი ხმა, ნაზი, ნარნარი.

ოხ! რომ შემეძლოს, ბედკრულს ამჟამად,

შემოუერთდე თქვენს ღვთიურ კრებას,

მოვსწყდე ქვეყანას, ცოდვის სავანეს,

სასიზმრო მხარეს გავყვე ოცნებას.

მაგრამ ამაო, ფუჭი ნატვრაა,

ოცნება ისევ ოცნებად დარჩა.

გულის წიაღში მეფობს ნაღველი

და სულს მიშფოთებს კვლავ მწუხარება.