სპატაკუს-კანუდოს

მოგეხსენება ჩემო ბლოგო რომელია ჩემი საყვარელი წიგნი..თუ არ გახსოვს, ახლა მოგახსენებ.მისი სახელი “სამოსელი პირველი” -ა და ავტორი გურამ დოჩანაშვილი, ადამიანი, რომელიც თავისი არსებობითა და შემოქმედებით ძალიან მიყვარს და მეც გულში მაქვს სიყვარულის კაკტუსი, რომელიც სიყვარულის მცენარე რომ იყო პირველად მან მასწავლა..
სანამ გადავიდოდე ამ პოსტის მიზანზე, ვიტყვი მიზეზს თუ რატომ არის ეს წიგნი სამაგიდო და უსაყვარლესი ჩემთვის და რა არის ის მთავარი რაც მისგან ვისწავლე.. ბავშვობიდან ვოცნებობდი რომ ოდნავ მაინც ვყოფილიყავი მსგავსი ადამიანებისა, რომელთათვისაც პრინციპები და ღირებულებები ყველაზე მაღლა დგას და რომლის გამოც მათ თავის გაწირვაც კი ანუ ამ ქვეყნად ყველაზე დიდი საჩუქრის – სიცოცხლის დათმობაც კი შეუძლიათ. საოცარია კანუდოსის ნაწილი წიგნში, ეს არის თავისუფლების წყურვილით ანთებული ადამიანების , უკაცრავად, გმირი ადამიანების ერთობა, რომლებიც თავს სწირავენ ერთმანეთის და თავისუფლების გამო…რატომ არის ყველა კანუდოსელის სიკვდილი ასე ღირსეული? რადგან ეს სიკვდილი ყველა სხვა სიკვდილისგან განსხვავებით კვალს ტოვებს..წარმოგიდგენიათ? იცხოვრო მიზნით, გქონდეს მიზეზი და დათმო სიცოცხლე, რომელიც გიყვარს თუნდაც მხოლოდ იმის გამო რომ შენი მოყვასი გიყვარს და მის გვერდით ყოფნა გინდა…საოცარია ზეს, მანუელოს, დონ-დიეგოს, მოხუცი სანტოსის, ჟოაო აბადოს და სხვა პერსონაჟები…მე ჩემი სუბიექტური შეფასებით მანუელოს გამოვარჩევდი. ის არის პერსონაჟი, რომელიც ჩემთვის ყველაზე მისაბაძი, მოსაწონი და ღირსეულია…ბუნებით ყველაზე ხალისიანი, მხიარული, ქალების მოყვარული მანუელო თავისი ხალხის დასაცავად ენით გამოუთქმელ ტანჯვას უძლებს და გულში და ფიქრშიც არ ივლებს საკუთარი მოძმეების ღალატს..უფრო მეტიც ის გადაარჩენს თავის ძმობილ ზეს. დიახ, იმ ზე-ს “ხელი რომ აუკრა” კანუდოსი იბრძვის მაგრამ კანუდოსი ეცემა..თუმცა არ კვდება იდეა რომ კაცობრიობაში არ არსებობდნენ მონები, დაპყრობილი ადამიანები, რომლებიც იძულებულნი არიან ემსახურონ ვიღაცას, ვინც მათ მსგავსად არის უფლისგან შექმნილი, უბრალოდ რაღაც გარემოებათა გამო თავისი თავი მათზე აღმატებულ არსებად მიაჩნია და მათ დამონებას ცდილობს..
თავისუფლებისკენ სწრაფვა ის მნიშვნელოვანი მიზანია რომლისკენაც მუდამ იღვწოდნენ ღირსეული ადამიანები, მათ შორის თრაკიელი სპარტაკიც და მისი მოძმე მონები..რამდენიმე დღეა ვუყურებ სერიალს ამ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობილს და აღფრთოვანებაში მოვყავარ ფაქტს თუ რამდენი პარალელი შეიძლება გაივლოს სპარტაკის ბრძოლასა და ჩვენი დოჩანას კანუდოსის ბრძოლებს შორის… მთავარი პარალელი ალბათ ისაა რომ რიცხობრივი უპირატესობა ორივე შემთხვევაში მტრის მხარესაა სამწუხაროდ..და ორივე შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ბოროტება იმარჯვებს, რადგან ნარჩევი და საუკეთესო მეომრები იღუპებიან…მაგრამ დავფიქრდეთ,განა ეს ის სიკვდილი არ არის რომელზეც ისინი ოცნებობენ? არა, სიკვდილი საოცნებო არ არის მაგრამ არსებობენ თურმე ადამიანები, რომელთაც სიკვდილით უფრო მეტად შეუძლიათ შეცვალონ ხალხთა ბედისწერა..
პარალელებს დავუბრუნდეთ, ჩემი საყვარელი პერსონაჟი ვახსენე წეღან – მანუელო კოსტა …. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩემი მანუელოს პოვნა ამ სატელევიზიო სერიალშიც ვიპოვნე გლადიატორი მეომრის -განიკუსის სახით…ის თითქმის ზუსტად ისეთია როგორიც მანუელო წარმომედგინა…

ჩემი ანტილექსინები :))

#1

“დილას ვიღვიძებ, საათს დავხედავ, გამახსენდება იმ წამს მე “ერთი”, მხოლოდ ნუ მკითხავთ ვინ იწვევს ღიმილს ამ სისხამ დილას ყინვას რომ ებრძვის…
ეს გახსენება ისე თბილია, იშლება გულში ვარდის კოკორი,
გარდასულ დღეთა ტანჯვის პასუხად მანაც იგემა ტკბილი ..ამბორი.. ,
“ვუყვარვარ” , “მიყვარს”
კვლავ შეიძლება დღეს ამ სიტყვებზე დიდი რამ ითქვას?
არა და არა – მორცხვად პასუხობს ამ დასმულ კითხვას ჩემი გულისთქმა.”

#2

დამიბრუნდა მუზა წერის,
განწყობა მაქვს – შავი ფერის
ახლა ვფიქრობ – სიკვდილის წინ
თეთრი გედიც ასე მღერის?
თუ ასეა ნება დართეთ
მას
იმღეროს,იბაასოს,
და მდინარის დიდ ზვირთებში
ვინაც უნდა ის შეაქოს…
მე კი –
მე კი ვეღარც ვმღერი,
სულში დიდი ჭაობია,
ღმერთო, ნუთუ ყველაფერი
სიყვარულის ნაყოფია?
მომერია კაეშანი, დარდები და მოგონება,
ნეგატივის მე არა მსურს, აღარაფრის გაგონება,
დაიტვირთა ათას ფიქრით გადაღლილი ეს გონება
სევდა ფიქრად , ფიქრის გორად, გორა ვნებას ემონება..
………
მიწას ახრჩობენ ერთბაშად იებიც,
ეკალ – ბარდებიც
სასიყვარულო ჭიდილში
სიამით გადავვარდები

favourite Quotes from the books…

there is only one sin, only one. And that is theft. Every other sin is a variation of theft. Do you understand that?

“When you kill a man, you steal a life,” Baba said. “You steal his wife’s right to a husband, rob his children of a father. When you tell a lie, you steal someone’s right to the truth. When you cheat, you steal the right to fairness. Do you see?”

“A boy who won’t stand up for himself becomes a man who can’t stand up to anything.”

But we were kids who had learned to crawl together, and no history, ethnicity, society, or religion was going to change that either.

,,თავისუფლება საზღაური ან ჯილდო როდია, რომლის მიღებასაც შამპანურის სმით აღნიშნავენ. ეს არც მშვენიერი საჩუქარია, ძვირფასი კანფეტებით სავსე კოლოფის მსგავსი. პირიქით. ეს მძიმე სამუშაოა, მარტოხელა კაცის ქანცგამცლელი სირბილი. არც შამპანურია სადმე, არც მეგობრები, შენს სადრეგრძელოდ ჭიქას რომ სწევენ და სიყვარულს გეფიცებიან. მარტოდმარტო ხარ პირქუშ ოთახში, სულ მარტო ზიხარ საბრალმდებლო სკამზე მსაჯულთა პირისპირ. მარტოდმარტომ უნდა აგო პასუხი საკუთარი თავისა და განმკითხველთა წინაშე. ყველა თავისუფლების წილ სასჯელი მოგველის; სწორედ ამიტომაა იგი მძიმე სატარებლად, მეტადრე მაშინ როცა ცხელება გჭირთ, როცა დარდი შემოგწოლიათ გულზე, ან არავინ გიყვართ.”

ღვთაებრივი კომედია:
– “კაცთა მოდგმა ბუნების მიერ დაწესებულ ნატერფალს რომ მიჰყოლოდა, ალბათ ხალხს უკეთესი მომავალი ექნებოდა. მაგრამ თქვენ ვისაც უხვად აქვს მიცემული სამხედრო ნიჭი მღვდლად აკურთხებთ, ხოლო მეფის ტახტს რიტორად შობილს უბოძებთ”
– “ერთ მშვენიერ დღეს, თუკი ადამიანი ნამდვილ სიყვარულს ამოფრქვევის საშუალებას მისცემს, დალაგებულ-მოწესრიგებული საგნებიც კი ქაოსში გაეხვევა. სამყარო კი მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი, როცა ადამიანი სიყვარულს ისწავლის. მანამდე კი მხოლოდ ერთი რწმენით შეგვიძლია ცხოვრება-რწმენით, თითქოს სიყვარულისა რამე გაგვეგებოდეს, არადა, მისი დაფასება ჯერაც ვერ გვისწავლია.”
“The day that man allows true love to appear, those things which are well made will fall into cofusion and will overturn everything we believe to be right and true.”
“There is no greater sorrow than to recall happiness in times of misery”

ფლობერის თუთიყუში:
“არ იფიქრო რომ კაცების იმ უხამს მოდგმას ვეკუთვნოდე, ვინც ზიზღსა გრძნობს სიამოვნების შემდეგ და ვისთვისაც სიყვარული მხოლოდ ვნებაა. არა, ჩემში რაც იღვიძებს, ასე სწრაფად არ ნავლდება. ჩემი გულის ციხე-კოშკებს აგებისთანავე ხავსი ედება, მაგრამ გარკვეული დრო უნდა გავიდეს, სანამ ნანგრევებად იქცევა, თუკი საბოლოოდ ასე მოხდა”
“მე მხოლოდ ლიტერატურული ხვლიკი ვარ, რომელიც მთელი დღე მშვენიერების დიად მზესაა მიფიცხებული. სულ ეს არის.”
“ჩემში ღრმად არის გამჯდარი უსაზღვრო, შინაგანი, მტანჯველი და გაუნელებელი მოწყენილობა, რომელიც სულს მიხუთავს და არ მანებებს, შევირგო რამე. ისევ და ისევ ჩნდება ნებისმიერი საბაბით, დამხრჩვალი ძაღლის გასივებული ლეშივით, წყლის ზედაპირზე რომ ამოხტება ხოლმე, კისერზე შებმული ქვების მიუხედავად”
“ადამიანები საჭმელებივით არიან. ბევრ მოქალაქეს მოხარშულ ხორცს ვამსგავსებ: ორთქლი ასდის, მაგრამ არც წვენი აქვს და არც გემო (უცებ ანაყრებს და უმეტესად ტეტიები ჭამენ). სხვები ჰგვანან თეთრ ხორცს, ახალ თევზს, წაგრძელებულ ვირთევზას მდინარის შლამიანი კალაპოტიდან, ხამანწკებს (სხვადასხვანაირი სიშლამისას) , ხბოს თავს და დაშაქრულ ფაფას. მე? მე დარბილებულ, აქოთებულ სამაკარონე ყველს ვგავარ, რომელიც კარგა ხანს უნდა ჭამო, სანამ გემოს გაუგებ. ბოლოს მოგეწონება კიდეც, ოღონდ მანამდე გულს ბევრჯერ აგირევს”
“რა საშინელი რამაა ცხოვრება არა? სუპსა ჰგავს. ზედაპირზე უამრავი ბეწვი დაცურავს და მაინც უნდა შეჭამო”
“მართლაც ბევრი რამე მაცოფებს. იმ დღეს კი როცა აღშფოთება გამინელდება, მიწას სახით დავენარცხები, საყრდენგამოცლილი თოჯინასავით”
“არასოდეს ყოფილა სულიერება ასე გაუფასურებული. არასოდეს გაცხადებულა ასე აშკარად დიდებულის სიძულვილი- სილამაზეს ცხვირს უბზუებენ, ლიტერატურა ეზიზღებათ. მუდამ ვცდილობდი, სპილოს ძვლის კოშკში მეცხოვრა, მაგრამ მის კედლებს უწმინდურობის ტალღა ეხეთქება და ძირის გამოთხრით ემუქრება”
“თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ფესვებიანად ამომგლიჯეს და ახლა , გამხმარი წყალმცენარის ბღუჯასავით, ტალღები აქეთ იქით მაბურთავებს”
“ცისფერი თვალები : გულუბრყვილობა და პატიოსნება,
შავი თვალები : ვნება და სიღრმე,
მწვანე თვალები: ბობოქრობა და ეჭვიანობა,
ყავისფერი თვალები: სიმტკიცე და გონიერება”

და ისევ ის ძველი ფიქრი სათაურით “ვთქვათ” : ))

ისევ ჩემს სიზმრებში აგედევნე…

ეჰ ჩემზე კარგად მგონია არავინ იცის რაოდენ ფუჭია უმიზნო ოცნებების აყოლა..,მაგრამ თითქოს რაღაც მაიძულებს, რომ არ გავდგე განზე, არ შევეშვა ფიქრს და იმის ცოდნაც კი არ მაშინებდეს, რომ ეს ყველაფერი შინაგანად უფრო დამტანჯავს.., არადა ზოგჯერ მართლა მთელი სიცხადით ვგრძნობ, რომ ძალიან დავიღალე…დავიღალე ლოდინით, მაგრამ ალბათ უარესია როცა არავის და არაფერს ელი…

ო ღმერთო, როგორ მინდა ვიცოდე სად არის ის.. ვიცოდე სად ხარ..რას აკეთებ, რაზე ფიქრობ..იქნებ არ გძინავს ჩემსავით?..

ძილის წინ მინდა უბრალოდ გითხრა რომ მიყვარხარ.. ხო,მიყვარხარ, იმის მიუხედავად, რომ არ გიცნობ, არც შენ მიცნობ, მაგრამ მჯერა განგება ერთმანეთს გაგვაცნობს…

ეჰ სიამოვნებით შემოვფრინდებოდი ახლა შენს სარკმელში პაწია ფრთები და უჩინმაჩინის ქუდი რომ მქონდეს და დაგხედავდი მძინარეს. ალბათ გული არ მომითმენდა და გაკოცებდი, <ოღონდ ლოყაზე> და თანაც ფრთხილად..მე ხომ არ მინდა, რომ გაგაღვიძო

ძილი ნებისა

შენი დაკარგული ნეკნი

უმისამართო წერილი N1

დაკარგული humanity ან უბრალოდ ერთი დღე ჩემი ცხოვრებიდან : ))

“ღმერთო მომეცი ძალა შევცვალო ის, რისი შეცვლაც  შემიძლია,
მომეცი ნებისყოფა შევეგუო იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია და
მომეცი გონი, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან”

სამინისტროდან ადრე გამოვედი, მივხვდი რომ დღის გეგმა შევასრულე და ჩემს უფროსს ვუთხარი წავალ და თუ პრობლემა არ იქნება ოთხშაბათს დავბრუნდები თქო, არაა პრობლემაო და დავემშვიდობე. გარეთ სასიამოვნოდ თბილი ამინდი დამხვდა და ფეხით  გადავწყვიტე ციხეებამდე ჩასვლა და იქიდან რუსთავში წამოსვლა. ასეთ ამინდში უმიზნო ბოდიალზეც არ ვიტყოდი უარს, მაგრამ თავის ტკივილმა იდეა უცბად ამოაგდო დღის წესრიგიდან…

უცებ იუსტიციის სამინისტროს წინ გაჩერებული სამარშუტო ტაქსიდან ჩამოსული მოხუცი ქალი მომიახლოვდა და მკითხა: “უკაცრავად შვილო, აქ თვალის კლინიკა სადაა ხომ არ იცი? მძღოლმა აქ ჩადიო მითხრა მაგრამ საით წავიდე არ ვიცი” ო..  , წარმოდგენა არ მქონდა სად იყო ორთაჭალაში თვალის კლინიკა და ქალს ვუთხარი არ ვიცი, მაგრამ იქნებ აქ ვინმემ იცოდეს მეთქი და დაცვის ბიჭებისკენ დავიძარი. ერთი ახალგაზრდა ბიჭი იდგა და მას ვკითხე, არც მან იცოდა და უფროსთან წავიდა საკითხავად.. ამასობაში დრო ვიხელთე და მომავალი ქალი გავაჩერე კლინიკის ადგილმდებარეობის საკითხავად, რუსი აღმოჩნდა, მე კი  დამტვრეული, არა უფრო დამსხვრეული რუსულით დავსვი კითხვა და გავურიე სიტყვები ” ბალნიცა, გლაზა, გძე” რა თანმიმდევრობით არ მახსოვს.. 😀 ნუ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია გაიგო და რუსულად დამიწყო ახსნა, შემდეგ დაცვის ბიჭიც მოვიდა ინფორმაციით და შესაბამისად ჩვენც – მე და ეს მოხუცი ქალი, რომელმაც ქართული კარგად არ იცოდა ,რუსულ-ქართული ფაქტებით დატვირთულები გავუდექით გზას… ქალი შიგადაშიგ ჩერდებოდა და მადლიერი თვალებით მიყურებდა…არც ისე დიდი იყო გასავლელი აღმართი მაგრამ მასზე ასვლისას თითქმის მთელი თავისი ცხოვრების ისტორია მომიყვა..

სომეხი ეროვნების იყო..აქ გათხოვილი.. ,აწ უკვე ქვრივი, ცხოვრობდა ქალიშვილთან ერთად, რომელიც ასევე ახლახანს დაქვრივებულიყო და ლუკმა – პურის საძიებლად დილის 7 დან საღამომდე მუშაობა უწევდა…ჰყავდა ვაჟიშვილებიც, მაგრამ მათ უკვე დავავიწყდიო გულის ტკივილით ამბობდა..

რაც შეეხება თვალის კლინიკაში ვიზიტის მიზეზს.. ბევრი რამ მაწუხებსო…ექიმები მარილებს აბრალებენო..ჯიბიდან  ფერგადასული ჯვრის ყელსაბამი ამოიღო, რომელმაც მაგ მიზეზით 3 დღეში ფერი დაკარგა… თვალის კატარაქტის ოპერაცია მაქვს გასაკეთებელიო…სადაზღვევო პოლისის (რომელსაც პოლუსს ეძახდა) იმედი ჰქონდა, რადგან იცოდა, როგორც წესი, მსგავსი ოპერაციები საკმაოდ ძვირი ჯდება და რა თქმა უნდა პენსიის ხარჯზე მას ამის გაკეთება არ შეეძლო…ღმერთო, როგორ ეშინოდა ოპერაციის.. რადგან პოლისით მიკეთებენ, უგულოდ არ მომექცნენ და არ დამაბრმავონო…თანაც სომეხი ვარო… ვცდილობდი დამემშვიდებინა რაიმე სანუგეშო მეთქვა  “არა ქალბატონო, მთავარია ნორმალური ექიმი იპოვნოთ და პრობლემა არ გექნებათ , ახლა მსგავს ოპერაციებს ათასგვარი ტექნოლოგიებით და უმტკივნეულოდ აკეთებენ მეთქი” კიდევ რაღაცეებს ვეუბნებოდი რომ არ ენერვიულა და ამასობაში კლინიკაშიც მივედით..

იქაც შევყევი და შემდეგ თავად მთხოვა მე ქართული კარგად არ ვიცი შენ დაელაპარაკე ექიმებსო და აუხსენი რაც მაწუხებსო.. კარგად გამოიყურებოდა კლინიკა, ყოველ შემთხვევაში ვიზუალურად. ექიმებს სიტუაცია ავუხსენი…

ვერ ვხვდები რისი მაქნისია ეს სადაზღვევო პოლისები თუ მაინც არაფერში ადგება ადამიანს?

ძალიან ძალიან გავბრაზდი, როდესაც მიმართვა მოითხოვეს სად.ორგანიზაციიდან და მით უფრო გავცოფდი, როდესაც გავიგე, რომ მანამდე აღნიშნული მიმართვა არ მისცეს ჩემს მხლებელს. ე.ი. პოლისს არაფრის დაფარვა არ შეეძლო, უბრალო კონსულტაციისაც კი, ოპერაციაზე რომ აღარაფერი ვთქვათ… და ეს უბრალო კონსულტაცია კი 70 ლარი ჯდებოდა.. რომელიც ნამდვილად არაა დღევანდელ საქართველოში პატარა თანხა და მით უფრო დღევანდელი საქართველოს დაუცველი ფენისთვის… პირველად გავიაზრე ასე ცხადად და პრობლემის პირისპირ დარჩენილმა, რომ არაფრად ვარგა ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემა, მართლა არ მესმის პოლისს თუ მართლა პოლუსს რა დანიშნულება აქვს თუ მან ვერ უზრუნველყო მსგავსი ადამიანების მსგავსი პრობლემებისგან დაცვა..

კიდევ სხვა პრობლემაცაა, როცა იქ ამ ადამიანის პრობლემების შესახებ ვყვებოდი და ის ქალიც რაღაცეებს რუსულად ეუბნებოდა მისაღებში მყოფ ექიმ-რეგისტრატორებს, იმის ნაცვლად რომ გულთან ახლოს მიეტანათ ამბავი, უბრალოდ შეწუხება მაინც დატყობოდათ სახეზე, რომ ქალი, რომელიც ძლივს დადიოდა მათთან  ძლივს მივიდა , ეშინია რომ არ დაბრმავდეს და  იმის ნაცვლად რომ თუნდაც ტკბილად უთხრა დახმარებაზე უარი “იცით რა, სამწუხაროდ ქალბატონო ვერაფერში გეხმარებით” ..ნაცვლად ამისა, იცინოდნენ რაზე იცით? რომელიღაც რეგისტრატორმა ბიჭმა რუსულად დაუწყო ახსნა ამ ქალს და იმ ბიჭის აქცენტზე გაეცინათ და სანამ სიცილით გული არ იჯერეს ყურადღებას ვერ ვეღირსეთ : ) ღმერთო ნუთუ რამე ისეთი მძიმე მაქვს ჩადენილი წინა ცხოვრებაში  (თუ ის მართლა არსებობს), რომ ახლანდელში უნდა ვუყურო იმას, როგორ არ გვაინტერესებს ერთმანეთი? როგორ ზედმიწევნით ვასრულებთ ანდაზას თუ  რაცაა

“სხვისი ჭირი…ღობეს ჩხირი” ?

არაა არ მინდა ამ მარაზმის ყურება, მე მინდა რომ დახმარება თუ არ შეგვიძლია ვინმესი , დახმარების სურვილი მაინც გვქონდეს, ზოგჯერ ერთი-ორი ტკბილი სიტყვაც ხომ შვებაა არაა? და რატომ რატოოოოომ  გავხდით ასეთი გულგრილები რატომ :   (  მერე რა რომ უცხოა, მერე რა რომ არ იცნობ, ხომ შეიძლება ბებიაშენი იყოს მსგავს მდგომარეობაში, თანაც სხვა თუ არაფერი ყველა ბებია ერთმანეთს რაღაცით მაინც ჰგავს… არა ეს წავიბოდიალე, მაგრამ ზოგადად ადამიანისადმი სიბრალულის განცდის გაქრობა რამ გამოიწვია არ ვიცი.. “ყველა საკუთარ ნაჭუჭში ჩაფლულა”

რამდენი” რატომ ” ვწერე……. უბრალოდ მართლა ვერ ვხვდები.

კლინიკიდან გამოვედით და ქალს ვკითხე რას აპირებდა..კონსულტაციაზე ექიმთან მივალო “არამიანცში”ო…იქ უფრო იაფია და 30 ლარი ღირსო და იქნებ ოპერაცია დამიფინანსონო…ებღაუჭებოდა  ხავსს, ვითარცა იმედს..

კლინიკიდან წამოვედით…დაღმართზე თითქოს როლები შეიცვალა და უკვე მე მეკითხებოდა რაღაცეებს…მანამდე ვუთხარი არ ვარ აქაური თქო და ახლა მომიბრუნდა და მკითხა სადაური ხარო..რუსთავი ვუხსენე და ქმარი გაახსენდა, ხშირად დავდიოდითო რუსთავშიო..

-“რომელი უფრო კარგია, შვილო, რუსთავი თუ თბილისი?”

– როგორ გითხრათ სილამაზით შედარება არც კი ღირს და ისე კი მშობლიური სხვანაირად ტკბილია და სხვანაირად მიყვარს, მეგობრებსაც შევაყვარე და ხშირად ჩამყავს ჩემს ქალაქში”  მეთქი

პასუხი აშკარად მოეწონა, ცოტა კიდევ ვისაუბრეთ და ამასობაში დაღმართიც ჩავიარეთ, ავტობუსის გაჩერებამდე მივყევი, 2 წუთში მოვიდა 50 ნომერი…კიდევ ერთხელ შემომხედა მადლიერი თვალებით, უსიტყვოდ გადამიხადა მადლობა და სიტყვიერად დავემშვიდობე მე :” კარგად იყავით, ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი კარგად იქნება”

ნაბიჯი ვერ გადავდგი სანამ ავტობუსი არ დაიძრა, შემდეგ კი როცა იგი თვალს მიეფარა, დაჭმუჭნული ფურცლების მსგავსად ერთად დაყრილი ფიქრების ქაოსური მორევიდან ორი სიტყვა თავისით ამოხტა, ერთმანეთს შეერწყა და აცრემლებული თვალებით მათქმევინა :

“ღმერთო, დაიფარე” და უნებურად , თითქოს კმაყოფილმა, რომ იგი ღმერთს მივანდე, გულის სადღაც ბნელ კუნჭულში ამან შვება მომგვარა… მერეღა გავიაზრე რომ ქუჩაში ვიყავი და გაზაფხულს ქუჩებიც გაევსო ხალხით…

არა ასე არავინ არ უნდა მნახოს – გავიფიქრე მე და ყელში გაჩხერილი ბურთი წვალებით მოვიშორე…

წინ გრძელი გზა იყო, რომლის გავლაც ათას ფიქრებში გართულმა ვერც კი შევნიშნე..

ვფიქრობდი – ზოგჯერ როგორ გინდება რომ ყველაფერი თუ არა ბევრი რამ შეგეძლოს მეთქი :/

ამ ქალის დახმარება რომ შემძლებოდა…კიდევ ერთხელ დავრწმუნდებოდი, რარიგ საამოა  გრძნობა როცა ვიღაცას სჭირდები და შენც  სიამოვნებით შეგიძლია “მიაწოდო წყალი მწყურვალს”

მაგრამ..ეჰ..))

 

წყნარი ღამეა, დუმილი სუფევს

il_570xN.354049240_n455წყნარი ღამეა, დუმილი სუფევს,

ცის კიდობანზე ძლივს მოჩანს მთვარე,

გარს ახვევია ვარსკვლავთ ლაშქარი

და გზას განაგრძნობს მჭმუნვარ-მწუხარე.

ანგელოზთ გუნდი ცაში მიმოფრენს,

ძირს ჩამოისმის მათ სიმთა ჟღერა,

ქებათა ქებას ასმენს შემოქმედს,

უკვდავებაა მათი სიმღერა.

ნუ, ნუ შეწყვიტავთ საღმთო მუსიკას,

გრძნობით დაუკართ დავითის ქნარი.

ჩემს მოკლულ გულსა თუ გააცოცხლებს

ისევ თქვენი ხმა, ნაზი, ნარნარი.

ოხ! რომ შემეძლოს, ბედკრულს ამჟამად,

შემოუერთდე თქვენს ღვთიურ კრებას,

მოვსწყდე ქვეყანას, ცოდვის სავანეს,

სასიზმრო მხარეს გავყვე ოცნებას.

მაგრამ ამაო, ფუჭი ნატვრაა,

ოცნება ისევ ოცნებად დარჩა.

გულის წიაღში მეფობს ნაღველი

და სულს მიშფოთებს კვლავ მწუხარება.

ჩემი “გმირთა ვარამი” და უბრალოდ მადლობა ლ. გოთუა!

რა საოცარია როგორ შეუძლია წიგნს ( კარგ წიგნს) უცებ მოგტაცოს ყურადღება და გადაგაფრინოს სადღაც სხვაგან…

დღეს გრემში ვიყავი : )

მანამდე კი.. მანამდე ბევრი რამ მოხდა.. არ ახალი ამბავია, რომ ჩვენს ქვეყანას ირგვლივ მეზობლები კი არა ენაგადმოგდებული მტრები ეხვია მუდამ.. მაშინაც ასე იყო..ოსმალეთი, ირანი, ზემოთ დაღესტანი..თითოეული მათგანი კი ჩასაფრებული მონადირესავით ელოდა მომენტს..როდის დაგვსხმოდა თავს, როდის დავეშალეთ.. სამწუხაროდ, ამაში ჩვენც არანაკლებ ვეხმარებოდით და შედეგიც სახეზე იყო.. დაქუცმაცებული საქართველო… რამდენიმე ერთმანეთის მოქიშპე მეფით, რომლებიც ერთმანეთთან ბრძოლით დასუსტებულნი და დაძაბუნებულნი თითქმის თავიანთი ნებით უვარდებოდნენ ურჯულო მტრებს ხახაში… 

დავბრუნდეთ სადაც ვიყავით.. დაღესტანი ვახსენე ზემოთ..ლეკები.. არაერთი ოჯახი გაუმწარებიათ ადამიანთა გატაცებებით… მათ შორის ერთ-ერთი ოჯახის ისტორიას საოცარი სიცხადით და ემოციით აღგვიწერს ავტორი. კახნიაურების ოჯახში გლოვის ზარმა მას შემდეგ ჩამოკრა რაც მამა- შვილი მამუკა და ზაზა ლეკებმა ტყვედ წაიყვანეს. მაგრამ ოჯახის დიასახლისს დიდხანს არ უგლოვია…მიხვდა რა რომ არად მიაჩნდა წუთისოფელი საყვარელი მამაკაცისა და უფროსი შვილის გარეშე..დატოვა სახლი, უმცროსი შვილი და წავიდა უცხო მხარეში მათ საძებნელად…

ვერ აღგიწერთ იმ ემოციებს, რომლებიც მეუფლებოდა ამ ორი ადამიანის ტყვეობაში ყოფნისას..

“ფერფლ- ნაცარში გახვეული მუგუზალივით ჰქრებოდა მიწურული მზე და მასთან ერთად ვგონებ სამშობლოში დაბრუნების იმედიც”  თითქმის უიმედოა სიტუაცია, როდესაც გამოსავალი თითქოს არსაიდან ჩანს.. და მაინც , გაქვს იმის ძალა რომ  რკინის ჯაჭვს ქართული სიტყვის კონა, ქართული სიტყვის ჯაჭვი დაუპირისპირო.. ჯაჭვით შვილზე მიბმულმა სცადო გადაცურვა ადიდებული მდინარის და .. ეჰ მორი , მორი : ((

და მაინც შეძლო შვილის გადარჩენა… თუმც კი დაკარგა იგი…

მეორე მხარეს კი შვილია, ზაზა, რომელიც მამას ეძებს, ეძახის, განიცდის, ტირის..ჯერ ბავშვია, ათი წლის..მამა მისთვის ყველაფერია, სამშობლოსთან დამაკავშირებელი მოგონება, რომლის როლიც ახლა გულის ჯიბეში მყოფ “სიტყვის კონას” აქვს შეთვისებული…ტყეებში მოხეტიალე მომთაბარე რუსებს წააწყდება, ლეკების თავდასხმისგან გადაარჩენს და მათ შორის კეთილგანწყობას მოიპოვებს..

გადის წლები, სათინო როგორც იქნა პოულობს ქმარს.. მამუკა ისევ ტყვეობაშია, მდინარიდან უგონოდ ამოყვანილმა ისევ ლეკებთან და ისევ ჯაჭვშებმულმა გაიღვიძა და აი იმგვარი გლოვით, მხოლოდ ხმოვნები რომ ურევია.. გლოვობს ზაზას… 

და დადგა შეყრის წამიც.. “საზარელი” უწოდა მას ავტორმა.. გაუცხოვება..? დიახ, სწორედ. მაგრამ ეს გაუცხოვება იმით არაა გამოწვეული რომ დიდი ხანია ერთმანეთი არ უნახავთ ცოლ-ქმარს.. ან სიყვარული განელდა.. ან.. არა მამუკა სიტყვებს ვერ პოულობს ზაზაზე სათქმელად…თითქოს ზაზას აჩრდილი დგება მათ შორის.

და..

წლების შემდეგ ზაზა ბრუნდება.. რთულია ემოციების გარეშე წაიკითხო მისი კახეთში, დედულეთში დაბრუნების ეპიზოდი. არა რთული კი არა, შეუძლებელია. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ამ ბოლო დროს არაფერს გავუხარებივარ ისე, როგორც ამ პატარა უკვე გადიდებული პერსონაჟის დაბრუნება გამიხარდა ოჯახში… 

სიხარულით გიტირიათ ოდესმე? არა იმას ტირილს ვერ დავარქმევ.. გიბღავლიათ? :დ მამუკა მამუკა.. შვილის დაბრუნება რომ გაიგო.. კიბეს ებღაუჭებოდა რომ არ წაქცეულიყო და გმინავდა..ღრიალებდა…მეორედ დაიბადა და წამსვე გაქრა ყოველი სახის წყვდიადი მის გულში…

უნდა გენახათ   (უფრო სწორად წაგეკითხათ) როგორ უყურებდა ცოლ-ქმარი მკვდრეთით აღმდგარი დაბრუნებული შვილის მშვიდ და უშფოთველ ძილს…

მერე გავაგრძელებ ამ ჩანაწერს.. განმიახლდა ემოცია და დაიბინდა თვალებიც :() დროებით